თბილისში დაახლოებით 1 თვეში ახალი ტაქსის გამოძახების სერვისი გამოჩნდება. საუბარია TaxiAll-ზე, რომელიც ქალბატონებს, მამაკაცებსა და გენდერულ უმცირესობებს მოემსახურება. ამასთან, მომხარებელი TaxiAll-ით ცხოველის გადაყვანასაც შეძლებს.
TaxiAll-ის დამფუძნებელი ანა ჩანქსელიანი bm.ge-სთან ამბობს, რომ სერვისით სარგებლობას მომხმარებელი საწყისად სატელეფონო ზარის საშუალებით შეძლებს, შემდგომ კი აპლიკაციაც ხელმისაწვდომი იქნება.
“ეს იქნება არასტანდარტული ტაქსის სერვისი, სადაც უსაფრთხოება იქნება მნიშვნელოვანი. ქალბატონებს ისევ ქალბატონები მოემსახურებიან. სერვისი მამაკაცებისთვისაც გვაქვს, მათ მამრობითი სქესის მძღოლები ეყოლებათ.
ასევე ჩვენი სერვისით ტრანსგენდერებიც ისარგებლებენ, რადგან მათთვის მგზავრობა უფრო მეტად უსაფრთხო იყოს. გადავიყვანთ ცხოველებსაც” - განმარტავს ანა ჩანქსელიანი.