TBC Capital-ის სასტუმროების ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, არსებული შეზღუდვების მიუხედავად, სასტუმროების დეკემბრის სამომავლო დატვირთულობაში მცირედი ზრდა შეინიშნება.
25 დეკემბრის კვირის გამოკითხვის შედეგად, რომელშიც 26 ბრენდირებული სასტუმრო მონაწილეობდა, ზღვისპირა სასტუმროებში დეკემბრის სამომავლო დატვირთულობამ 2%, თბილისში - 6% და კახეთში - 8% შეადგინა, რაც შეეხება სხვა რეგიონებს, აქ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 13% დაფიქსირდა.
"რადგან ადგილობრივი ტურისტები ძირითადად წინასწარ არ ჯავშნიან სასტუმროებს, ფაქტობრივი დატვირთულობები სამომავლო დატვირთულობებს აღემატება", - აღნიშნავენ TBC Capital-ში.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ კვირასთან შედარებით, უქმეების დატვირთულობა გარდა სხვა რეგიონებისა, ყველა რეგიონში შემცირდა.
არსებული ჯავშნების მიხედვით, ნოემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. რეგიონების სასტუმროებიდან მომხმარებელს ყველაზე დაბალი ფასდაკლებები ზღვისპირა სასტუმროებმა შესთავაზეს.




























