მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC Capital-ი FMCG სექტორის მიმოხილვას აქვეყნებს

სუპერმარკეტი
06.08.24 17:47
1094

TBC Capital-ის თანახმად, 2024 წელს ჯამური FMCG ბაზრის გაყიდვები დასტაბილურდება და ძირითადად განპირობებული იქნება ბუნებრივი მოთხოვნით.

ორგანიზებული FMCG ბაზარი მეტწილად არაორგანიზებული ბაზრის ხარჯზე განაგრძობს ზრდას და მისი წილი 2025 წლისთვის 45%-ს გაუტოლდება.

ორგანიზებულ ბაზარზე მძაფრი კონკურენცია შეინიშნება, რაც მცირე დროში ცვალებადი ბაზრის წილებით დასტურდება.

ორგანიზებული ბაზარი 2024 და მომდევნო წლებში მეტწილად რეგიონებში ექსპანსიით გაიზრდება.

მძაფრმა კონკურენციამ ორგანიზებულ ბაზარზე მომგებიანობის მარჟების შემცირება გამოიწვია. დამატებით, გაზრდილი ხელფასები და მერყევი კურსი უარყოფითად აისახა საოპერაციო ინდიკატორებზე.

ორგანიზებული ბაზრის გაყიდვებში ელ. კომერციას კვლავ დაბალი, 2%-იანი წილი უჭირავს, თუმცა მაღალ შემოსავლიან სეგმენტში ეს მაჩვენებელი ორნიშნა ნიშნულს აღწევს.

ნათქვამია TBC Capital-ის კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები