მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC Capital-ის პროგნოზით, წელს ტურიზმის შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბებს

63515992493df
მარიამ ვარადაშვილი
20.10.22 23:35
497
TBC Capital-ის პროგნოზით, 2022 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელს 10%-ით გადააჭარბებს. ორგანიზაციის პროგნოზით წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებლის 110% იქნება.

2022 წლის 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 97.5%-ით აღდგენაა.

პანდემიამდელ, 2019 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 3.2 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 1.2 მილიარდი დოლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ ტურიზმის შემოსავლები 2021 წელს 38%-ით აღდგა. საქართველოს მთავრობამ ოქტომბრის დასაწყისში საპროგნოზო მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3 მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. 2025 წელს კი 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები