"თიბისიმ" ციფრულ ბანკში სიახლე - საინვესტიციო პლატფორმა დანერგა. მომხმარებლებს თანხის დაბანდება და ინვესტირება სრულიად უფასოდ, საკომისიოს გარეშე შეუძლიათ. ანგარიშის გახსნა ძალიან მარტივია. თუ ვინმეს ჯერ კიდევ არ დაუწყია ინვესტირება, "თიბისის" ციფრული ბანკის აპლიკაციის განახლების შემდეგ, პროცესი ინტუიციურია და თვითონ კარნახობს მომხმარებელს შემდეგ ნაბიჯებს. 6 500-ზე მეტი ამერიკული კომპანიის აქციებისა და ფონდების შეძენა 1 დოლარითაც შესაძლებელია. პროდუქტმა სტარტი 4 თვის წინ აიღო.
სტუმარი:
➡თორნიკე მჭედლიშვილი - TBC Capital-ის საბროკერო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი;
➡გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;