თიბისი კაპიტალმა საქართველოს ობლიგაციების ბაზრის განახლებული კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის უკანასკნელი ტენდენციებია გაანალიზებული. როგორც TBC კაპიტალში აცხადებენ კვლევის განახლება კომპანიებისა და პოტენციური ინვესტორების მხრიდან, ქართული ობლიგაციებისა და მისი განვითარების პერსპექტივების მიმართ გაზრდილმა ინტერესმა გამოიწვია.


































