მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC Digital-ის მთავარ ფინანსურ ოფიცრად შაროფ შარიპოვი დაინიშნა

TBC Uzbekistan

TBC უზბეკეთი ცენტრალური აზიის წამყვანი ციფრული საბანკო ეკოსისტემა და ლონდონის ბირჟაზე განთავსებული TBC Bank Group-ის ნაწილი, აცხადებს შაროფ შარიპოვის დანიშვნას TBC Digital-ის ფინანსურ დირექტორად.

ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შარიპოვს ფინანსური მომსახურებების სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. TBC Digital-ი კი წარმოადგენს მმართველ კომპანიას, რომელიც ერთიანი ქოლგის ქვეშ აერთიანებს TBC უზბეკეთის ეკოსისტემაში შემავალ ყველა ბიზნესს.

ბანკის ინფორმაციითვე, შარიპოვმა განათლება მიიღო დიდ ბრიტანეთში, უორვიკის უნივერსიტეტში და ლონდონის საბანკო და ფინტექ ეკოსისტემაში მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში მონაწილეობდა კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან ტრანზაქციაში. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც სააქციო, ისე სასესხო კაპიტალის ბაზრებს, მათ შორის IPO-ებსა და ობლიგაციების გამოშვებას.

გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე წერია, რომ TBC Digital-ის ახალი ფინანსური დირექტორი იმუშავებს კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ ნიკა კურდიანთან, თავმჯდომარე ოლივერ ჰიუზთან და საბჭოს წევრებთან დევიდ ნანგლთან და მეთიუ რისლთან, რათა ერთობლივად უხელმძღვანელონ ციფრული მიმართულების შემდგომ განვითარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები