თიბისიმ “ნანუკას ფონდისთვის” გამოყო ფინანსური რესურსი სტუდენტების დასახმარებლად - ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
„იმ სტუდენტებმა, რომლებიც დაზარალდით აქციების დროს, ხართ გაფიცულები, რომლებმაც ამ პროცესების გამო დაკარგეთ სამსახურები და ვეღარ იხდით სწავლის და ქირის თანხას. შეავსეთ სპეციალური აპლიკაცია, და დაელოდეთ ჩვენს უკუკავშირს. თიბისი ბანკს ჩემგან მადლობა და კონკრეტულ ადამიანებს განსაკუთრებით. თუ უფლებას მოვიპოვებ, მათზე ცალკე დავწერ. სტუდენტებო, დავიწყეთ საოცარი ამბავი, რომელიც თქვენი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს მხოლოდ!“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
აპლიკაციის შესავსებად გადადით ბმულზე.
როგორც გავარკვიეთ, სტუდენტების დასახმარებლად „თიბისის“ მიერ „ნანუკას ფონდისთვის“ გათვალისწინებული ფინანსური „თიბისის“ და "საქართველოს ბანკის“ მიერ ერთობლივად გამოყოფილი 5 მლნ ლარის ნაწილია.
BMG დაინტერესდა და უკვე მივმართეთ TBC ბანკს, დაახლოებით, რა თანხა გამოიყო სტუდენტების დასახმარებლად და ასევე, რა იქნება დაფინანსების მთავარი კრიტერიუმი.




























