ამ კვირაში გიორგი დარჩიაშვილთან ერთად „დიო“ ვესტუმრეთ, რომელიც ასევე ცალსახად არის ერთ-ერთი ინდიკატორი თუ რამდენად არის მყარი მოთხოვნა, რამდენად მზარდია ბაზარი, როგორ ნაწილდება მოთხოვნა ფიზიკურ და კორპორაციულ კლიენტებს შორის. კომპანია "დიო", რომელიც 80 ზე მეტი სახეობის პროდუქციას აწარმოებს და შემოაქვს საქართველოში, სრულიად ახალ ბრენდს ქოქავს და ეს არის, "სმარტ სტუდიო", რომელიც ჭკვიანი სახლისთვის საჭირო ინვენტარის შოუ რუმია, განლაგებული ცინცაძის ქუჩაზე.
გიორგი დარჩიაშვილი - "თიბისის" მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი;
თამაზ დაუშვილი - „დიო“, მმართველი პარტნიორი;
გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;