მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC & პარტნიორები: “ზიონი კრწანისში საელჩოებთან”

გასული კვირის ბოლოს BMG-ს კარგი მიზეზი ჰქონდა კრწანისში ერთ-ერთ გამორჩეულ კომპლექსში, Zioni Krtsanisi-ში ადგილზე სტუმრობის. ვიზიტის მიზანი მხოლოდ პროექტის მიმდინარე პროგრესის გაცნობა არ ყოფილა. BMG-ის გუნდმა ასევე მოიკითხა დეველოპერსა და TBC Bank-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეტალები, რომელიც გრძელვადიან თანამშრომლობას და საერთო განვითარების ხედვას ეფუძნება. თიბისი ზიონის პროექტის ექსკლუზიური ფინანსური პარტნიორია, ამ პარტნიორობას ისიც გამოარჩევს, რომ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ ინსტიტუტთან ერთად იგეგმება არა მხოლოდ Zioni Krtsanisi-ს დასრულება, არამედ ზიონის გუნდის სხვა საინვესტიციო გეგმების მხარდაჭერაც საქართველოში. ეს თანამშრომლობა ქმნის საფუძველს მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის, ზრდის ინვესტორთა ნდობას და ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ადგილობრივ დეველოპერულ ბაზარზე. BMG-დან ზიონს ნინი ლონგურაშვილი გადამღებ ჯგუფთან ერთად ესტუმრა და ვიზიტის ფარგლებში შედგა საინტერესო ინტერვიუების სერია, სადაც პროექტის კონცეფციაზე, ფინანსურ პარტნიორობაზე და განვითარების გეგმებზე ისაუბრეს.

სტუმრები:

  • ნათია ცხადაია - ZIONI, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი;
  • ტალ ავნი - ZIONI, საინვესტიციო დირექტორი;
  • ლაშა ცინცაძე -TBC, უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორი, ვიცეპრეზიდენტი;

ინტერვიუერი: ნინი ლონგურაშვილი - BMG.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები