არაჩვეულებრივი შედეგები დადო TBC უზბეკეთმა, რომელმაც დაახლოებით 4 წლის წინ პირველი ციფრული ბანკი ამოქოქა შუა აზიის ამ ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და დიდ ქვეყანაში. 19 მლნ-ს აღწევს ამ დროისთვის "თიბისი უზბეკეთი"- ს მომხმარებელთა რიცხვი, ნიკა ქურდიანმა და მისმა გუნდმა ადგილზე მოახერხეს და კომპანია რეკორდულად მცირე დროში მოგებაზეც გაიყვანეს. კიდევ ერთი საეტაპო ამბავი ეხება TBC-ს შესახებ მომზადებულ კვლევას IMD-ს მიერ. IMD ეს არის შვეიცარიის წამყვანი ბიზნეს სკოლა და კვლევითი ცენტრი. ძალიან ავტორიტეტული და ძველი სასწავლო დაწესებულება, რომელმაც გადაწყვიტა და "თიბისი ჯგუფი"-ს წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა, დეტალურადაა განხილული, როგორ გარდაიქმნა "თიბისი", ადგილობრივი ბანკიდან, რეგიონში, ფინანსური სერვისების მომწოდებელ ლიდერ კომპანიად.
ნიკა ქურდიანი - “TBC უზბეკეთი”, გენერალური დირექტორი;
გადაცემის ავტორი:
გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;


































