მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC Uzbekistan-ის ხელმძღვანელმა, ნიკა ქურდიანმა ეკონომიკის განვითარებისთვის საპრეზიდენტო ჯილდო მიიღო

TBC Uzbekistan
BM. GE
18.08.25 23:07
931

TBC Uzbekistan-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნიკა ქურდიანი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შავკათ მირზიოევმა საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

პრესტიჟული ჯილდო ქურდიანს ანტრეპრენიორების ყოველწლიურ დღეს, 18 აგვისტოს გადაეცა, როგორც მადლიერების ნიშანი უზბეკეთში ფინანსური მომსახურების სფეროს განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვისთვის.

დაჯილდოებისას, პრეზიდენტმა მირზიოევმა მცირე და საშუალო ზომის ადგილობრივი ბიზნესების განვითარებაში TBC Uzbekistan-ის როლსაც გაუსვა ხაზი.

“ჩემთვის დიდი პატივია, მივიღო საპრეზიდენტო ჯილდო. ვთვლი, რომ ეს არამხოლოდ პირადად ჩემი მიღწევა, არამედ ჩვენი გუნდის დამსახურებაა, რომელმაც TBC Uzbekistan-ის განვითარებაში ყველაფერი ჩადო.” - თქვა ნიკა ქურდიანმა ჯილდოს გადაცემის შემდეგ სამადლობელ სიტყვაში.

TBC Uzbekistan-ის ხელმძღვანელმა მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბაზარზე კომპანიის შესვლამ სულ რაღაც 5 წელიწადში ფინანსური სერვისების აღქმა ქვეყანაში სრულად შეიცვალა.

“უზომოდ ვამაყობთ იმით, რასაც არამხოლოდ TBC-სთვის, არამედ უზბეკეთის განვითარებისთვის გავაკეთეთ. მომავალში კიდევ არაერთ ახალ პროდუქტს წარვადგენთ და დავნერგავთ ტექნოლოგიურ ინოვაციებს, რათა მომსახურება საერთაშორისო სტანდარტებს შევუსაბამოთ და გავამართლოთ ის მოლოდინი, რომელიც ჩვენს მილიონობით მომხმარებელს აქვს.” - განაცხადა ქურდიანმა.

ცნობისთვის, TBC Uzbekistan-ი ცენტრალური აზიის მასშტაბით ციფრული ბანკირების უპირობო ლიდერია და უზბეკეთის მასშტაბით 21 მილიონზე მეტი უნიკალური რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. ანუ, ანგარიში ქვეყნის ყოველ მეორე მოქალაქეს აქვს გახსნილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები