მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილღვინო“ 355 ჰა-ზე გაშენებულ ვენახებს მართავს - "წლევანდელი რთველი განსხვავებულია"

6147111164a23
ვიქტორია მღებრიშვილი
19.09.21 14:27
1038
ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინო“ 355 ჰა-ზე გაშენებულ სხვადასხვა ყურძნის ჯიშების ვენახებს მართავს - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „Forbes კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „რთველი-2021“-ის მიმდინარეობასა და მის განსხვავებულობაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი შეფასებით, მიმდინარე რთველი სხვა წლებთან შედარებით „თბილღვინოსთვის“ განსხვავებული იყო, რადგან ყურძნის დიდი ნაწილი კომპანიამ საკუთარი ვენახებიდან მიიღო, რამაც კომპანიისთვის ყურძნის ჩაბარების პროცესის სიმშვიდე უზრუნველყო.

„წლევანდელი რთველი განსხვავებულია, თავისი მშვიდი მიმდინარეობით, რადგან ის წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც ჩვენმა მეღვინეებმა იტალიელ მეღვინე-მევენახე კონსულტანტებთან ერთად შეიმუშავეს.

რთველი, ზოგადად, ძალიან სტრესული პროცესია, რადგან პრაქტიკულად დროის მოკლე მონაკვეთში ხდება დიდი ფულადი ნაკადების გადინება და მთელი წლის ძირითად ნედლეულს რამდენიმე კვირაში ვყიდულობთ; ამასთან, ის უნდა მიიღო და გადაამუშავო. თუ კი შენ საქმე გაქვს მრავალ ფერმერთან და გლეხთან, ეს სტრესს ქმნის და პროცესს ართულებს. წელს ჩვენ გვქონდა ფუფუნება, რომ ეს პროცესი მშვიდ ვითარებაში წარმართულიყო, რადგან ჩვენი ვენახის უმეტესი ნაწილი სრულ მსხმოიარობაში მოვიდა და ყურძნის დიდ ნაწილს საკუთარი ვენახებიდან ვიღებთ. ამან სიმშვიდე უზრუნველყო, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული როდის რამდენს დავკრეფთ“, - განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები