მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“თბილღვინო” უკრაინის ბაზარზე ღვინის ექსპორტს განაახლებს

62bb15a9d80a3
ლიკა გურაბანიძე
28.06.22 20:54
1056
ქართული ღვინის კომპანია “თბილღვინო” უკრაინის ბაზარზე ღვინის გადატვირთვებს განაახლებს.

ქართული ღვინო უკრაინაში ექსპორტზე ივლისის დასაწყისში გავა. კომპანიის დამფუძნებლის ზურაბ მარგველაშვილის თქმით, ამჟამად ისინი პარტნიორობას ოთხ კონტრაქტორთან აპირებენ.

“ოთხ პარტნიორთან თითო მანქანა გაიგზავნება. თითოეულში 15 000-16 000 ბოთლი ღვინო იქნება. მიუხედავად კომერციული რისკებისა და ლოგისტიკური პრობლემებისა, რაც უკრაინაშია, ჩვენ ამ ქვეყანაში გადატვირთვებს ვაახლებთ. ოთხი პარტნიორიდან ორი ძველია, ხოლო ორიც ახალი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკლე და რთულ პერიოდში ახალი პარტნიორების მოძიებაც შევძელით. ამ ნაბიჯით, გვინდა ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მხარი დავუჭიროთ.” - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ “თბილღვინომ” აპრილში რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი შეაჩერა, უკრაინაში კი წარმოქმნილი ლოგისტიკური და ეკონომიკური კოლაფსის გამო ქართული ღვინის გატანა ავტომატურად შეჩერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები