საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 1943 ახალი ინფიცირებულიდან 650 თბილისში გამოვლინდა, 506 - აჭარაში, ხოლო 324 იმერეთში.
"დღეს გამოვლენილი 1 943 შემთხვევიდან, თბილისისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გადანაწილდა ასე: თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში - 506, იმერეთში - 324, ქვემო ქართლში - 46, შიდა ქართლში- 100, გურიაში - 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 200, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 39, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4“, - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
რაც შეეხება გარდაცვალებას, 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7, აჭარაში - 5, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 362 შემთხვევაა დაფიქსირებული.
სრული სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 44522
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 28633
მათ შორის გარდაცვლილი - 362
კარანტინის რეჟიმში - 3080
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4253
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2264
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41




























