ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის პირველი 4 თვის პოპულარულ მიმართულებებს შორის თბილისი მეორე ადგილზეა. ინფორმაცია ჰეიდარ ალიევის აეროპორტის ვებგვერდზე ვრცელდება.
ქალაქების ტოპ 10-ეული, სადაც მიმდინარე წლის პირველ ოთხი თვეში ბაქოს აეროპორტიდან ყველაზე მეტი რეისი შესრულდა შემდეგია:
- სტამბოლი
- თბილისი
- დუბაი
- აბუ-დაბი
- მოსკოვი
- ანკარა
- სანკტ-პეტერბურგი
- დელი
- დოჰა
- შარჯა
ამასთან, ინფორმაციაში წერია, რომ AZAL-მა, Turkish Airlines-მა, Ajet-მა, Aeroflot-მა, Rossiya Airlines-მა, Air Arabia-მ, Wizz Air Abu Dhabi-მ, FlyDubai-მ, Georgian Wings-მა, Indigo-მ, Qatar Airways-მა და სხვა ავიაკომპანიებმა სხვადასხვა საერთაშორისო მარშრუტებზე 1,178 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს.
ასევე, ბაქოს აეროპორტიდან რეისების მქონე ავიაკომპანიების რაოდენობა 29-დან 34-მდე გაიზარდა, საიდანაც 14 დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ამ ავიაკომპანიებმა მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში 8,494 რეისი შეასრულეს.