Heritage Foundation-ის კვლევების მიხედვით, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს ქულა გაუარესდა, პოზიცია გაუმჯობესდა - ჯამში: მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას ორი ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია იკვლევს: "ფრეიზერის ინსტიტუტი" და Heritage Foundation. კვლევებზე დაყრდნობით, ისინი ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგს ადგენენ. ამ ორი ორგანიზაციის რეიტინგია ყველაზე ავტორიტეტულად მიჩნეული და ის განახლებული კვლევის მიხედვით: საქართველოს ქულა 0,3 ქულით შემცირდა.
არაჩვეულებრივი კვლევა დადო გლობალურ მონაცემთა სისტემა Numbeo-მ, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს ქალაქებში ცხოვრების ხარჯების ინდექსს აანალიზებს, ამჟამად 389 ქალაქის მონაცემები შეისწავლა და 2024 წლის ცხოვრების ხარჯების ინდექსი ისეთი ინდიკატორების საფუძველზე დათვალა, როგორიცაა: სამომხმარებლო საქონლის, ბინის ქირის, კვების, კაფეებისა და რესტორნებში ვიზიტების, ასევე სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები. თბილისის შემთხვევაში, 4-სულიანი ოჯახის ცხოვრების საშუალო თვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 6 026 ლარია, ანალოგიურ შემთხვევაში, ხარჯი ერთი ადამიანისთვის, კი 1668 ლარს შეადგენს. ბათუმის შემთხვევაში ირკვევა, რომ ოთხსულიანი ოჯახის ხარჯი ერთი თვის განმავლობაში 5435 ლარით განისაზღვრება, ხოლო ერთი ადამიანის ხარჯი 1523 ლარს შეადგენს.