თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები შეჩერებულია. საზღვაო სეზონზე გაუქმებული ფრენები კი ტურისტული კომპანიებისთვის გამოწვევაა. ბათუმში გაფრენა ამ ეტაპზე მხოლოდ ნატახტარის აეროპორტიდანაა შესაძლებელი, თუმცა სერვისი მაღალი მოთხოვნის გამო,ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელია.
გასული წლის ზაფხულის სეზონზე ფრენებს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით კომპანია "ჯეოსქაი"-ის შვილობილი ასრულებდა. კომპანიის დირექტორი შალვა კიკნაძე ამბობს, რომ ზაფხულის სეზონზე ფრენებზე მოთხოვნა მაღალი იყო, თუმცა დღეს შესაბამისი ხომალდის არ არსებობის გამო ფრენების განხორციელება არარენტაბელური გახდა.
“საკმაოდ წარმატებული იყო შარშან თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენები. ჩვენ გავაგრძელეთ ფრენა ოქტომბერ-იანვარი, ამ დროს პრაქტიკულად ცარიელმა ვიფრინეთ. სამწუხაროდ, არ იყო მოთხოვნა.
რაც შეეხება წელს, ხელშეკრულება დავასრულეთ აღნიშნულ საჰაერო ხომალდზე და გვყავს მხოლოდ ბოინგის ტიპის თვითმფრინვები, რომლის გამოყენებაც კომერციულად თბილისი-ბათუმის სიხშირეზე არ არის გამართლებული. მაქსიმალური ფოკუსირება გავაკეთეთ საერთაშორისო მიმართულებაზე და ამ სეზონზე არ განვიხილავთ თბილისი ბათუმის მიმართულებით ფრენებს.
ხარჯი არის ბოინგი, საკმაოდ მოკლე რეისია თბილისი-ბათუმი-თბილისი. ხარჯიც იზრდება, როდესაც მოკლე რეისზე დაფრინავ. რაც უფრო მეტია ფრენის დრო, მით უფრო რენტაბელური და მომგებიანია ფრენა.
ახლაც რომ იყოს იმის გარანტია, რომ დაიტვირთება საჰაერო ხომალდი ჩვენ სამწუხაროდ არ ეტაპზე სრულად დატვირთულები ვართ საერთაშორისო ფრენებით და არ გვაქვს შესაძლებლობა რომ ბათუმის მიმართულებას მოვემსახუროთ,”- ამბობს Geosky-ის ხელმძღვანელი შალვა კიკნაძე.