დღეს, თბილისში, კასპიის საინვესტიციო ენერგოფორუმი იმართება, რომელსაც რეგიონის ქვეყნების წამყვანი ენერგეტიკული კომპანიები ესწრებიან, დიპლომატები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიებაზე განიხილეს ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლის პროცესი, ენერგო სექტორი გაციფრულება და რეგიონის ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. ცხადია, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის ქვეყნების ენერგოპოტენციალზეც.