მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი და გაგრა - ქალაქები, სადაც რუსები აგვისტოში დასვენებას აპირებენ

64ba7e56b15fd
გიგა ბენია
21.07.23 17:14
740
რუსებისთვის აგვისტოში შვებულების გასატარებლად ყველაზე პოპულარულ მიმართულებებად სტამბოლი, თბილისი და მილანი დასახელდა. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

რუსული ტურისტული სააგენტოს, OneTwoTrip-ის მონაცემებით, აგვისტოს შვებულებისთვის რუსები ყველაზე ხშირად სტამბოლს ირჩევენ: რუსების მიერ რუსეთის გარეთ სასტუმროს ჯავშნების 6.6% სტამბოლზე მოდის. თურქეთის ქალაქს, ჯავშნების 4.4%-ით მოსდევს თბილისი, ხოლო მესამე ადგილზეა მილანი, 3.7%-ით. იტალიის მოდის ქალაქში ჯავშნები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3%-ითაა გაზრდილი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს დედაქალაქისადმი ინტერესი 69%-ითაა გაზრდილი.

რუსეთის მოქალაქეები დასვენებას ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრაშიც გეგმავენ. მათთვის, სტამბოლის, თბილისისა და მილანის შემდეგ, პოპულარული მიმართულებებია: ერევანი, რომი, პარიზი, ნეაპოლი, გაგრა, ტოკიო და ათენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები