მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თბილისი ენერჯი": სექტემბერში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარი სამგორში ჩაიხსნა

5dab0e643ac85
BM.GE
19.10.19 19:10
1491
2019 წლის სექტემბერში, კომპანია "თბილისი ენერჯის" სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში, 2918 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

როგორც "თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

"თბილისი ენერჯი"კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისევე თქვენი მეზობლებისთვის", – აღნიშნავენ კომპანიაში.

მათი ინფორმაციით, სექტემბერში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში (784), ისანი-ვაზისუბანსა (488) და სანზონაში (303) ჩაიხსნა.

რაიონების მიხედვით სექტემბრის თვის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

▪სამგორი - 784
▪ისანი-ვაზისუბანი - 488
▪სანზონა - 303
▪ჩუღურეთი - 292
▪კრწანისი - 269
▪გლდანი - 259
▪ნაძალადევი - 137
▪დიდუბე - 133
▪ნუცუბიძე - 83
▪დიღომი - 79
▪საბურთალო - 35
▪მთაწმინდა - 31
▪ვაკე - 22
▪წყნეთი - 3

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები