მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი-ფოთის მატარებელმა ტექნიკური პრობლემის გამო რეისი ვერ შეასრულა. მგზავრების სხვა მატარებელში გადასხდომა გახდა საჭირო - რკინიგზა

რკინიგზა

თბილისი-ფოთის მატარებელმა ტექნიკური პრობლემის გამო რეისი ვერ შეასრულა და მგზავრების სხვა მატარებელში გადასხდომა გახდა საჭირო - ამის შესახებ Bm.ge-ს საქართველოს რკინიგზაში უთხრეს.

მათვე ცნობით, მატარებელი დაახლოებით, დაახლოებით 20 წუთი, გორში იყო გაჩერებული, მანამ სხვა მატარებელი ადგილზე მივიდოდა.

"გუშინდელი შემთხვევის გამო, მატარებლებს უწევთ დამატებით რეისების შესრულება, შესაბამისად, ტექნიკური მიზეზების გამო, გორში შეფერხდა თბილისი-ფოთის სამგზავრო რეისის მოძრაობა. რკინიგზამ მყისიერად უზრუნველყო დამატებითი შემადგენლობის მიყვანა ადგილზე.

განხორციელდა მგზავრების გადასხდომა და მატარებელმა განაგრძო მსვლელობა", - გვითხრეს საქართველოს რკინიგზაში.

ცნობისთვის:გუშინ საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, სამგზავრო მატარებლის ლიანდაგთან მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა და მომხდარზე დეტალური მოკვლევა მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები