რამდენიმე დღეში თბილისის საერთაშორისო ღონისძიებას, „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს“ უმასპინძლებს. ეროვნული ბანკის, ხაზინების ასოციაციისა და - Nasdaq-ის ერთობლივი ინიციატივით, ქართულ საბანკო სექტორში სრულიად ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა, Nasdaq Calypso ინერგება.
რას ნიშნავს ეს საქართველოს ეკონომიკისთვის? როგორ ცვლის რისკების მართვის მექანიზმებსა და რა შესაძლებლობებს აჩენს ახალი პლატფორმა როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ინვესტორებისათვის?
სტუმრები: კახაბერ დავითაია - საქართველოს ბანკის ხაზინის დეპარტამენტის დირექტორი;
ალექსანდრე ხაზარაძე - ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი;
ლევან ვერძეული - საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის პროექტის დირექტორი






























