მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისი, გორი, ჭიათურა - ვითარება აქციებზე, რომელიც ამ წუთები მიმდინარეობს

აქცია

თბილისში, გორში და ჭიათურაში აქცია მიმდინარეობს. პროევროპული საპროტესტო გამოსვლები საქართველოში მე-5 დღეა მიმდინარეობს. თბილისში ჭავჭავაძის გამზირი უკვე გადაიკეტა და მსვლელობით მოქალაქეები რუსთაველზე მიემართებიან.

აქციაა გორშიც, მოქალაქეები გორის ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ ბრძოლას იქამდე გააგრძელებენ, სანამ ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება. "გორი ირჩევს ევროპას" - ამ შინაარსის ტრანსფარენტები აქვთ მიტანილი მოქალაქეებს და "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას ეხება.

აქციაა ჭიათურაშიც, მოქალაქეები მერიის წინ არიან შეკრებილი და აქციებზე მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების სასტიკ დარბევას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები