მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი ჰილსში ახალი აპარტამენტების ექსკლუზიური შეთავაზებით გაყიდვა დაწყებულია

თბილისი ჰილსში ახალი აპარტამენტების ექსკლუზიური შეთავაზებით გაყიდვა დაწყებულია 
07.05.24 17:00
907

თბილისი ჰილსის ახალი აპარტამენტები წარმოადგენს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მცხოვრებლების ყოველ მინიმალურ სურვილსა და საჭიროებას. ეს არის ადგილი, სადაც მაღალი ხარისხი და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა თანაბრად კომბინირებულია, გამწვანებასა და მოსასვენებელ სივრცეებთან.

თბილისი ჰილსის ტერიტორიაზე ახალი აპარტამენტების 3 ოთხსართულიანი კორპუსი შენდება, სადაც თითოეულ შენობაში 44 აპარტამენტი განთავსდება. აპარტამენტების წინასწარი გაყიდვა კომპლექსში უკვე დაწყებულია და პირველ მყიდველებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ექსკლუზიური ფასდაკლებებითა და მოსახერხებელი გადახდის პირობებით. წინასწარი გაყიდვის პერიოდში აპარტამენტების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა გაიყიდება.

თანამედროვე კონცეფციის აპარტამენტებს კონკურენტებისგან არაერთი უპირატესობა გამოარჩევს:

პირადი სივრცის განცდა

თითოეულ აპარტამენტში შენარჩუნებული იქნება სივრცის შეგრძნება, რასაც ხელს სლაიდური ვიტრაჟები და მაღალი ჭერი შეუწყობს, რომლის სიგრძეც 3.4 მეტრიდან 3.6 მეტრს შეადგენს. (პენტჰაუსებში 3.8მ)

იზოლირებული აივნები და ხმაგაუმტარი კედლები კი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ყოველი მცხოვრებლის პირადი სივრცე მაქსიმალურად დაცული და გათვალისწინებულია.

აპარტამენტების დიდი ტერასები საშუალებას იძლევა რეკრეაციული გარემოს შესაქმნელად და მცენარეების გასამრავლებლად. რამდენიმე ტერასაზე გამოყოფილი იქნება ადგილი აუზისთვისაც. არასასურველი მზის სხივებისგან დასაცავად კი, თითოეული ტერასა აღჭურვილი იქნება საჩრდილობელი სისტემით.

მაღალი ხარისხის სტანდარტები

აპარტამენტების თითოეულ კორპუსში დაცული იქნება ხარისხის სტანდარტები, რაც გულისხმობს უმაღლესი ხარისხის წარმოების ევროპულ სამშენებლო მასალას, გამართულ ინფრასტრუქტურას, სახანძრო უსაფრთხოებასა და ლიფტს. შენობა ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც. ყოველი კორპუსის მიწისქვეშა სართული დაეთმობა პარკინგს, სადაც ასევე მოეწყობა სპეციალური სივრცეები და სათავსოები მცხოვრებლების ნივთების შესანახად. აპარტამენტებთან ასევე მოეწყობა გარე პარკინგიც, სადაც ერთი ადგილი, აპარტამენტის მფლობელს საჩუქრად გადაეცემა.

აპარტამენტები ბარდება თეთრი კარკასის კონდიციით, ხოლო ინტერიერის პროექტირება იძლევა საშუალებას სახლებში დახვეწილი და გამორჩეული დიზაინი შეიქმნას.

ატრიუმი და რეკრეაციული სივრცეები

კიდევ ერთი დეტალი, რაც თბილისი ჰილსის აპარტამენტებს გამოარჩევს, მზის ელემენტებზე მომუშავე, თვითგაგრილებადი ატრიუმია, რომელიც წარმოადგენს მოსასვენებელ ადგილს აპარტამენტებს შორის. სივრცე აღჭურვილი იქნება კომფორტული ავეჯითა და მცენარეებით, რაც შექმნის იდეალურ გარემოს მუშაობისა და სოციალიზაციისათვის.

აპარტამენტების წინ მოეწყობა 2 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკი, რომელიც გააერთიანებს სტადიონებს, ბავშვთა სათამაშო და სხვადასხვა მოსასვენებელ სივრცეს. ასევე, აშენდება კომერციული შენობა, სადაც განთავსდება მაღაზია, აფთიაქი, კაფე და მცხოვრებლებისათვის საჭირო სხვადასხვა ობიექტი.