მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი, იმერეთი, აჭარა - Covid-ინფიცირების გეოგრაფია

5facdf454570e
ინგა მურუსიძე
12.11.20 11:16
1004
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში - 502, იმერეთში - 517.

ხოჯევანიშვილის თქმით, ქვემო ქართლში გამოვლინდა - 192 ახალი შემთხვევა, შიდა ქართლში - 126, გურიაში - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 332, კახეთში - 100, მცხეთა-მთიანეთში - 107, სამცხე-ჯავახეთში - 95, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში - 21.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, თბილისში გარდაიცვალა - 11 მოქალაქე, აჭარაში - 11, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 1, გურიაში -1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 2 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვლილია 599 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები