მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისი, იმერეთი, აჭარა - ვინ სად დაინფიცირდა 14 ნოემბერს?

5faf8145d8bc6
ინგა მურუსიძე
14.11.20 11:02
704
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 3 504 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგნაირად: თბილისში გამოვლენილია 1 232 შემთხვევა, აჭარა - 603, იმერეთი - 619.

მისივე განცხადებით, ქვემო ქართლში გამოვლინდა - 122 ახალი შემთხვევა, შიდა ქართლში - 140, გურიაში - 94, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 397, კახეთში - 102, მცხეთა-მთიანეთში - 97, სამცხე-ჯავახეთში - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 22.

ხოჯევანიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10, აჭარაში - 7, იმერეთში - 10, ქვემო ქართლში - 1, შიდა ქართლში - 2, კახეთში - 1, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 669 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები