მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისი, იმერეთი, გურია - მთავრობამ შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობა დაიწყო

605b0bb664b0c
ინგა მურუსიძე
24.03.21 13:55
11334
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე შეზღუდვების კვლავ გამკაცრებას არ გამორიცხავს. როგორც მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, საკითხზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.

„შეზღუდვებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს, ვინაიდან საქართველოში უკვე გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც წითელი ზონის მიმართულებით აქტიურად მიდის; ესენია: იმერეთი, გურია და თბილისი. სადაც ყველაზე მეტია მობილობა.

ამ ეტაპზე დადებითობის კოეფიციენტი 2,2%-ია, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი უკვე 1%-ს აღემატება, რაც მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. მეტ შეზღუდვებს არ გამოვრიცხავთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეისთვის სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 278628 , ბოლო 24 საათში - 450
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 270922 , ბოლო 24 საათში - 254
მათ შორის გარდაცვლილი - 3722 , ბოლო 24 საათში - 8
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 23293, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13751, PCR ტესტით - 9542
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,93%, ბოლო 14 დღის - 1,59%, ბოლო 7 დღის - 1,92%
კარანტინის რეჟიმში - 265
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1463
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 180

ამასთან, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 22, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები