მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი იზრდება - პირველი თვითმყოფადი უბანი “თბილისი აკრები” - კამპანიას იწყებს

ქალაქში ახალი ბილბორდები გამოჩნდა გზავნილით — “თბილისი იზრდება”, რაც ახალი, ინოვაციური დეველოპერული პროექტის, “თბილისის აკრების” პირველი კამპანიაა. რაც მოვიკითხეთ, კამპანიის მთავარი გზავნილი გულისხმობს, რომ პროექტის ფარგლებში, ქალაქი სწორი და ჯანსაღი მიმართულებით განვითარდება. ამას განაპირობებს ორი ფაქტორი: ამ უბნის სწორი დაგეგმარება და მისი სრული ფუნქციურობა, რაც ქალაქში დატვირთვას ანაწილებს. “თბილისის აკრები” პოზიციონირებს როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროექტია საინვესტიციოდ, რადგან მდებარეობს ბიზნეს და კულტურული ცენტრების გასაყარზე, ორ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ უბანს შორის და ქმნის ახალი მიზიდულობის ცენტრს ქალაქში. ცხოვრების ახალი მოდელი, პრესტიჟულობა, ინოვაციურობა და გრძელვადიანი ხედვა, “თბილისის აკრებს” ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე გონივრულ ინვესტიციად აპოზიციონირებს. პროექტს წარმოგიდგენთ „ანაგის“ შვილობილი კომპანია — „ანაგი ქოლაბი“, რომელიც ინვესტორებსა და დეველოპერებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ სერვისებს სთავაზობს და მიზნად ისახავს ინოვაციური და მდგრადი პროექტების ხელშეწყობით, სექტორის ახალ საფეხურზე აყვანას, რაც იმის პირობაა, რომ პროექტის თავდაპირველი ჩანაფიქრი და სახე არასდროს შეიცვლება.

სტუმარი: თამარ გაფრინდაშვილი - "ანაგი ქოლაბი", გენდირექტორი;

ინტერვიუერი: გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები