მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისი მოლთან" აქცია იწყება - ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული

პოლიცია

"თბილისი მოლთან" საპროტესტო აქციის მონაწილეები ნელ-ნელა იკრიბებიან. ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული. პარალელურად, საპოლიციო ძალების სიმრავლე შეინიშნება თავისუფალ უნივერსიტეტთან, საიდანაც სტუდენტების მსვლელობა იგეგმება.

მოქალაქეებს პროტესტის ნიშნად, სავაჭრო ცენტრთან გზის პიკეტირება აქვთ დაგეგმილი.

ცნობისთვის, შსს-მ გუშინ განაცხადა, რომ ეს გზა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების სიაშია და მისი ჯგუფურად ბლოკირება 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება. მანამდე კი, 31 იანვარს გამოქვეყნდა "ქართული ოცნების" მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომლითაც საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა. შსს-მ მორიგი გაფრთხილება დღესაც გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები