2 წლიანი პაუზის შემდეგ ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, Tbilisi Open Air ბრუნდება. წლევანდელი ფესტივალი სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. ფესტივალზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში, ასევე შეიქმნება სპეციალური პროდუქტი უკრაინის თემატიკაზე, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება იმავე ფონდში.
სტუმარი: სოფო ებრალიძე - "თბილისი ოპენ აირ", კომუნიკაციების მენეჯერი;