მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისი, როგორც საფესტივალო ქალაქი

BM.GE
10.04.19 10:09
923
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას განცხადებით, თბილისი საფესტივალო ქალაქი უნდა გახდეს. მანვე ხაზი გაუსვა საფესტივალო სივრცეებთან დაკავშირებულ პრობლემებს და აღნიშნა, რომ იგეგმება ღია სცენების და სააფიშე სივრცეების მოწყობა. კიდევ ერთი სიახლე, რომელზეც თბილისის მერის მოადგილემ კულტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრა, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის მერიის სტენდით წარდგენაა. მისი თქმით, აქ გამოიფინება დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები და ამ ფორმით, მერია ხელს შეუწყობს იმ ავტორებს, რომელთა პროექტებსაც აფინანსებს.

სტუმარი: სოფიო ხუნწარია - თბილისის მერის მოადგილე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები