მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა მომავალ წელს განახლდება - ფინანსთა მინისტრი

რუსთავი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა მომავალი წლიდან განახლდება. ამის შესახებ მან საშემოდგომო პლენარულ სესიაზე, დეპუტატთა კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

“შემდეგი კითხვა შეეხებოდა თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობას. ამ გზისთვის ბიუჯეტში თანხები ჩადებულია და მომავალი წლიდან განახლდება მშენებლობა”, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული ავტობანის გზის პროექტზე ჯერ კიდევ 2012 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი 2014 წლის აპრილში დაიწყო და მისი დასრულება 2015 წლის სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები