მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გარე განათებას და ლითონის კონსტრუქციებს ამონტაჟებენ

638457270a018
BM.GE
28.11.22 10:32
618
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები მიმდინარეობს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება, გზის 19კმ-56კმ-სა და 57კმ-132კმ მონაკვეთებზე, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, EN 1317 ევროპული ნორმების შესაბამისად, დაახლოებით 80 000 მეტრი სიგრძის ლითონის მრუდხაზოვანი ძელების კონსტრუქცია ეწყობა.

ასევე, გარე განათების ქსელის მოწყობის, დაახლოებით 6 მილიონ ლარის სამუშაოები მიმდინარეობს გორი-თბილისის მონაკვეთზე, რომლის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

"საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების სამუშაოებს, საქართველოს მთავრობის „საგზაო უსაფრთხოების 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს.

ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 19 მილიონ ლარამდეა და სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლომდე დასრულდება", -წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები