მომავალ წელს მერია ბიუჯეტიდან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აღდგენისა და განვითარებისთვის 522,096,400 ლარის დახარჯვას გეგმავს. ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრებისთვის - 243,813,700 ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით - 211,901,700 ლარი დაიხარჯება. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით - 2,029,500 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისთვის - 38,696,300 ლარი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიზნით - 144,160,700 ლარი; განათლების მიმართულებით - 225,917,800 ლარი; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით - 52,531,400 ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების მიმართულებით - 11,436,800 ლარი დაიხარჯება.
სტუმარი: საბა ბუაძე - თბილისის საკრებულოში პარტია „ლელოს" წევრი
გოგა ონიანი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი