2000 ადგილობრივი და უცხოელი მონაწილე დარეგისტრირდა ორდღიან ფორუმზე, რომელსაც რუსთაველის გამზირზე არსებული ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, სასტუმროების "ბილტმორი" და "რედისონ ბლუ ივერია" მასპინძლობდნენ. ფორუმი, იმ რთულ დროსა და ვითარებაში რაც ხდება მსოფლიოში და კონკრეტულად ჩვენს რეგიონში, იყო და რჩება გამორჩეულ პლატფორმად საქმიანი ადამიანებისთვის, პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერებისთვის, ექსპერტებისთვისა და ბიზნეს გაერთიანებებისთვის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისთვის დაეფიქსირებინათ მთავარი ორი დეტალი: გაზიარება და ახალი შესაძლებლობების პრეზენტირება.