მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნა სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები დაესწრებიან

ფაშინიანი ასადოვი

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ოფიციალურ გახსნას სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ნიკოლ ფაშინიანი და ალი ასადოვი დაესწრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ფორუმის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის დიალოგში და სიტყვით მიმართავენ დამსწრე საზოგადოებას.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 22-23 ოქტომბერს მეხუთედ გაიმართება და წლევანდელ ღონისძიებას დაახლოებით 2 000 დელეგატი დაესწრება.

ღონისძიებაზე დასწრებას მაღალი რანგის პოლიტიკოსები, რეგიონული ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, ვიცე-პრემიერები, დარგობრივი მინისტრები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები გეგმავენ.

ფორუმის მთავარი თემებია:

  • საერთაშორისო ვაჭრობა და არსებული გლობალური გამოწვევები
  • ტრანსპორტი და ლოგისტიკა
  • შუა დერეფნის განვითარება
  • ენერგეტიკა
  • ციფრული ტრანსფორმაცია
  • საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ეკონომიკური შესაძლებლობები

აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში პირველად გაიმართება თბილისის ფინანსური სამიტი, რომელიც 23 ოქტომბერს ჩატარდება. სამიტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი სინგაპურში დაფუძნებულ Global Finance and Technology Network-თან (GFTN) პარტნიორობით გამართავენ.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი პირველად 2015 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები