სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, “აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას “მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი” წარადგინა. მისი თქმით, პროექტი სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას და რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე იქნება დაფუძნებული.
“პირველი ასეთი პრინციპია: ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობგადამტანი თუ ელექტროინფრასტრუქტურა მუშაობს და ფუნქციონირებს შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში სადაც ისინი გადიან.
მეორე პრინციპი: თითოეულ ქვეყანას საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციების საშუალებით, უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის, მათი ტერიტორიის კვეთას, იქნება ეს საავტომობილო, თუ სხვა საშუალებით.
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ უახლოეს მომავალში, სპეციალური ერთეული ჩამოყალიბდება სომხეთის სამართალდამცავი სტრუქტურის ფარგლებში, რომელიც უფლებამოსილნი იქნება საერთაშორისო კომუნიკაციების უსაფრთხოებაზე, რომელიც გაივლის სომხეთს, იქნება ეს სატრანსპორტო საშუალებები, თუ პირები, რომლებიც ამ სატრანსპორტო საშუალებებს ატარებს.
მესამე პრინციპი: ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტრანსპორტირებისთვის.
მეოთხე პრინციპი: ყველა ქვეყანას შეუძლია ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით, ამ ორ პრინციპზე დაყრდნობით სასაზღვრო თუ საბაჟო პროცედურები, მათი ოპტიმიზაცია შესაძლებელია”, - ამბობს ფაშინიანი.
მისი თქმით, გარდა სომხეთი აზერბაიჯანთან შეთანხმების პროექტზეც მუშაობს, რომელიც მშვიდობასა და ურთიერთობის ნორმალიზაციას უზრუნველყოფს.
“სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმის გაზიარებით, რომ 29 ათასი კილომეტრი და აზერბაიჯანის მხარე თავის საკუთარ შესაბამის ტერიტორიულ მოცვას აღიარებს. ეს უზრუნველყოფს, რომ განაცხადები გაკეთებული ორივე მხრის მიერ, არ დატოვებს არანაირ სივრცეს საიმისოდ, რომ მეორე მხარემ არ აღიაროს საპასუხო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის ფარგლებში გაცხადებული ტერიტორიებისა.
ასევე მინდა მოვიშველიო 1991 წლის ალმაატას დეკლარაცია, რომელსაც შემდეგი მნიშვნელობა აქვს, საბჭოთა კავშირი წყვეტს არსებობას და 12 რესპუბლიკა, რომელიც ხელს აწერს დეკლარაციას, მათ შორის, სომხეთი და აზერბაიჯანი, აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, იმ დროისათვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებს აღიარებს, ანუ საზღვრები, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში ხდება სახელმწიფო საზღვრებად და ამ პრინციპებზე დაყრდნობით იმედი გვაქვს, რომ შემდეგ რამდენიმე თვეში უკვე აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელმოწერას მშვიდობაზე და განვაახლებთ ჩვენს ურთიერთობებს”, - ამბობს ფაშინიანი.
სომხეთის პრემიერი ასევე აცხადებს,უახლოეს მომავალში სომხეთ-თურქეთის აეროპორტის გახსნასთან დაკავშირებული სიახლეებიც გავრცელდება, რომელიც როგორც თურქეთის, ასევე დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს მოემსახურება.