მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის აეროპორტი გაფართოებას საჭიროებს - თეა ზაქარაძე

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი პატარაა და საჭიროებს გაფართოებას ეს იქნება აქ თუ სხვა ადგილას- ასე გამოეხმაურა ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე თბილისში ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხს. ზაქარაძე ამბობს, რომ მომავალ წელს რომც დაიწყოს ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის ტერიტორიაზე, არსებული ტერმინალი მაინც უნდა იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და შეძლოს გაზრდილ მგზავრთნაკადთან გამკლავებაა. მისი თქმით. ტავ ჯორჯიამ თბილისის აეროპორტის განვითარების მასტერ პლანი უკვე წარუდგინა მთავრობას, რომელიც გულისხმობს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას და დოკუმენტში არ არის მოხსენიებული აეროპორტის სხვა ტერიტორიაზე განვითარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები