საერთაშორისო აეროპორტში ტავ ჯორჯიამ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა გაითვალისწინა და მათ შორის შემოსასვლელებში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები, სპეციალური ვიდეოსკანერები, რომლითაც მოხდება მგზავრთათვის სიცხის გაზომვა. ასევე მოხდა მოფრენისა და გაფრენის ტერმინალების უსაფრთხო დისტანციის სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო დამცავი ფარები, რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აეროპორტის თანამშრომლებს შორის. საქართველო საერთაშორისო ვიზიტორების მასპინძლობას 1-ლი ივლისიდან გეგმავს.