თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მსოფლიოში ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდების მიღების შესაძლებლობა აქვს. აეროდრომის მენეჯერის, ზაზა გაბათაშვილის განცხადებით, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, ანტონოვ-225-ის და ეარბას 380-ის ტიპის ხომალდების მომსახურების შესაძლებლობა აქვს.
შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის ტერიტორიაზეა ასევე ძველი, 1994 წელს დაკონსერვებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც ამჟამად არ გამოიყენება. მოქმედი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდა. 2016-2017 წლებში TAV Georgia-ს ჯამური ინვესტიცია ასაფრენ-დასაფრენის ზოლის, ახალი ტერმინალის, სამიმოსვლო ბილიკების, საჰაერო ხომალდების 5 ახალი სადგომის და ავტომობილების სადგომის მშენებლობაში 60 მლნ აშშ დოლარია.


































