თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ავიარეისების მიღება განაახლა. როგორც bm.ge-ს TAV-ში უთხრეს, ამ დროისთვის აეროპორტში უკვე დაფრინდა AIR arabia-ს და Fly dubai-ს რეისები. აეროპორტმა უკვე მიიღო ტაშკენტის რეისიც.
„აეროპორტმა ავიარეისების მიღება განაახლა. ნისლი კვლავ არის, თუმცა ეკიპაჟებმა დაჯდომა გადაწყვიტეს და ასეც მოხდა“, - აცხადებენ TAV-ში.
შეგახსენებთ, დღეს დილიდან ნისლის გამო თბილისის აეროპორტში ძლიერი ნისლის გამო თვითმფრინავები დასხდომას ვერ ახერხებდნენ.




























