მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით გაიზარდა თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მგზავრთნაკადი მარტში? – TAV Georgia

642ad2fe7f1bf
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.23 18:15
1166
მარტში, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის რაოდენობა გაიზარდა.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, რომ 2023 წლის მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 260 595 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობის 83%-ია, ხოლო 2022 წლის მარტის მონაცემებთან შედარებით, 43%-იანი ზრდაა.

TAV Georgia-ში განმარტავენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის მარტში 30 126 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 16%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 38%-ით აღემატება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები