მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის აეროპორტში 41 643 ლარის მობილური ტელეფონების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

638462963af1b
BM.GE
28.11.22 11:35
477
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი“ სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, პაკისტანის მოქალაქის ს.მ.-ს კუთვნილი ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (საერთო რაოდენობა 27 ცალი) გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 41 643 ლარი შეადგინა.

საქმე შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები