მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აეროპორტში განახლებული Primeclass lounge და სწრაფი გასასვლელი სივრცე გაიხსნა;

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში განახლებული Primeclass lounge და სწრაფი გასასვლელი სივრცე ოფიციალურად გაიხსნა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია ,,ტავ ჯორჯიამ‘’ აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით, თბილისის აეროპორტში გამგზავრების დარბაზი გააფართოვა, რომლის ფარგლებშიც ტერმინალს ახალი სივრცეები შეემატა, მათ შორის, ,,Fast Track’’, რომელიც TAV Operation Service - სა და VISA - ს თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ ჯამურად 2 200 000 ლარი შეადგინა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, ბიზნეს ლაუნჯის ფართობი 84%, ხოლო მგზავრთა ადგილების რაოდენობა 73% პროცენტით გაიზარდა. Primeclass Lounge - ის პროექტი განახლებული დიზაინით TAV Operation Services - მა განახორციელა, რომლის ჯამურმა ინვესტიციამ 700 000 ლარი შეადგინა. Primeclass Lounge - ს ოპერირებას უწევს TAV Airports Holding-ისა და Groupe ADP- ის შვილობილი კომპანია, აეროპორტებისა და ტურისტული მასპინძლობის სერვისების წამყვანი გლობალური პროვაიდერი TAV Operation Services-ი, რომელიც პრემიუმ მგზავრთა მომსახურებით 19 ქვეყნის 90 -ზე მეტ ლაუნჯშია წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები