მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტირება დასრულდა - როდის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები?

ანძა

თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება. როგორც თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი bm.ge-სთან აცხადებს, დეტალური პროექტირება უკვე დასრულებულია და ადგილზე სამუშაოების დაწყება მომავალი წლიდან იქნება შესაძლებელი.

„დასრულებულია დეტალური პროექტირება და ესკიზის ბოლო საკითხების შეთანხმება მიმდინარეობს ისტორიულ კულტურულ საბჭოსთან. ჩემი აზრით, მომავალი წლიდან შეძლებენ აქტიური ფიზიკური სამუშაოები დაიწყოს“, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

თბილისის ანძის მოდერნიზების პროექტის განსახორციელებლად, 2021 წელს გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ებრაული კომპანია Kass Group შეირჩა, რომელმაც თბილისის ანძა ტურისტული დანიშნულების ობიექტად უნდა აქციოს.

კომპანიის გათვლებით, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 1,5 წელში უნდა დასრულდეს. შედეგად, მოდერნიზებული თბილისის ანძაზე მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, რესტორანი და გადმოსახედი.

კომპანია KASS GROUP-ს 4 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. ამის შემდეგ კომპანიას თბილისის ანძაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა 28-წლიან მართვაში გადაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები