მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივლისს დაიწყება

საბავშვო ბაღი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.

რეგისტრაციას გაივლიან 2-დან 6 წლამდე საქართველოს მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე ბავშვები, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად.

"იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს და ჩაეწეროს სარეზერვო სიაში", - წერია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები