მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თბილისის ბულვარის" პროექტი 6 წელიწადში დასრულდება - რა ეტაპზეა სამუშაოები?

გვარამაძე

"თბილისის ბულვარი“ საბოლოო სახით 2032 წელს დასრულდება. როგორც კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გვანცა გვარამაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ ინტერვიუში განაცხადა, ამ ეტაპზე პროექტის პირველი და მეორე ფაზების მშენებლობა პარალელურად მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით თბილისის ზღვაზე 1 600 ბინა და 600 სასტუმრო ნომრის შექმნა იგეგმება. მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება €250-მილიონიანია.

„ჩვენი პროექტი მაღალი სტანდარტით და მშენებლობის ხარისხით გამორჩეული კომპლექსია, რომელიც ეტაპებად არ არის დაყოფილი – მთელი ტერიტორია ერთიანად განვითარდება. პროექტი მოიცავს საცხოვრებელ, კომერციულ და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.

მშენებლობა დაყოფილია ფაზებად: პირველი საცხოვრებელი ბლოკი 2026 წელს დასრულდება, პარალელურად დაწყებულია მეორე სამშენებლო ბლოკის მშენებლობა. ასევე ხორციელდება მოპირკეთებითი სამუშაოები ზღვისპირა ბულვარზე, სასტუმროსა და საჭირო ინფრასტრუქტურაზე, რაც პროექტის ერთიანობას ქმნის.

პროექტი მოიცავს არა მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეს, არამედ სრულ ინფრასტრუქტურას დასვენებისთვის, მუშაობისთვის, სპორტისთვის და სტუმრების მიღებისთვის. საუბარია 1600 ბინაზე, მრავალფუნქციურ საცხოვრებელი კომპლექსზე, რომელსაც საბოლოო ჯამში ექნება 600-მდე სასტუმრო ნომერი, ასევე ბიზნესცენტრი და სავაჭრო სივრცეები, სპორტული ინფრასტრუქტურა: ფეხბურთის მოედანი, რაგბის სტადიონი, პადელის კორტები.

აშენდება საგანმანათლებლო და სამედიცინო სივრცეები: სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ცენტრი,ღია სივრცეები და დასვენების ადგილები: ამფითეატრი, პარკები და ზღვისპირა ბულვარი.

პროექტის მთავარი მახასიათებელი არის გარემოს სინთეზი – ის ურთიერთკავშირშია ზღვის, ბუნებისა და არქიტექტურის იდენტობასთან, ქმნის არა მხოლოდ შენობების, არამედ ფუნქციური, აქტიური და კომფორტული გარემოს.

პროექტი სრულყოფილი ინფრასტრუქტურით და ფუნქციონალური ერთიანობით დღეიდან 6 წელში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ დაინტერესება მაღალია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, ისე ემიგრანტებისგან და უცხოელი ინვესტორებისგან“, - განაცხადა გვარამაძემ.

პროექტის ფარგლებში თბილისის ზღვაზე 30 ჰა ტერიტორია ვითარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები