მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ფინანსური სამიტი 2026 - ღონისძიებას 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება

თბილისი ფინანსურ სამიტს მასპინძლობს. ღონისძიებას 60-მდე ქვეყნიდან ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან. საერთაშორისო სამიტის მთავარი თემაა რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში. “გვინდა, საქართველო არა უბრალოდ ფინანსურ ჰაბად, არამედ ახალი საფინანსო ტექნოლოგიების ჰაბად ჩამოყალიბდეს” - განუცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სამიტის მონაწილეებს. ნათია თურნავა ამბობს, რომ რომ თანამედროვე ფინანსური მომსახურების დანერგვით სებს სურს ხელი შეუწყოს საერთაშორისო ფინანსური სერვისების დაკავშირებადობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები