თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 1.625 მლნ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის გაჩერების 250 ერთეულ საინფორმაციო ელექტრონულ ტაბლოს ყიდულობს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში წინადადებების მიღება 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება.
დოკუმენტში ასევე დეტალურადაა გაწერილი შუქდიოდური ტაბლოს ტექნიკური მახასიათებლები, სპეციფიური მოთხოვნები, სერვერული მოდულის მართვის ინტერფეისები, ტაბლოს მონიტორინგისა და მართვისთვის აუცილებელი მოდულები და ა.შ.